ზიდანს ორი გუნდი იწვევს

14:14 / 19 ოქტ 2022
ზიდანს ორი გუნდი იწვევს

ზინედინ ზიდანი კვლავ უგუნდოდ არის და ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. Calciomercatoweb-ის ინფორმაციით, ფრანტი სპეციალისტით პსჟ და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები. ასევე აღნიშნულია, რომ ორივე გუნდი ზიდანს პოსტს ზაფხულში შესთავაზებს.

იუვენტუსის მესვეურები წარუმატებელი სეზონით ცხადია უკმაყოფილოები არიან და მასიმილიანო ალეგრის შეცვლაზე ფიქრობენ. სწორედ ზინედინ ზიდანია ალეგრის შემდეგ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი. სათქმელია, რომ ზიდანს იუვენტუსში ყოფნის გამოცდილება აქვს, იტალიურ გრანდში იგი 1996-2001 წლებში თამაშობდა.

რაც შეეხება პსჟ-ს, მათ ზიზუს დანიშვნა წელს ზაფხულში მაურისიო პოჩეტინოს წასვლის შემდეგ სურდათ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და პარიზელებმა კრისტოფ გალტიე დანიშნეს. ბოლო ცნობებით, ისინი ზიდანის კანდიდატურაზე კვლავ ფიქრობენ და ზაფხულში კონტრაქტს შესთავაზებენ.

ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა მადრიდის რეალში დაიწყო, სადაც მთავარ მწვრთნელად ჯერ 2016-18 წლებში მუშაობდა და შემდეგ 2019-21-ში. სამეფო გუნდთან ერთად ზიდანმა ლა ლიგა (2), ესპანეთის სუპერთასი (2),ჩემპიონთა ლიგა (3), უეფას სუპერთასი (2) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2) მოიგო.