თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო

თორნიკე შენგელიამ და მისმა “ვირტუსმა” ევროთასის ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ბოლონიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 80-67 სძლია თურქულ “ბურსასპორს”.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას. პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორე მეოთხედის დასაწყისში “ვირტუსმა” სოლიდური ლიდერობა მოიპოვა – შეცვლაზე შემოსულმა მარკო ბელინელიმ ზედიზედ 5 ქულა აიღო, მომდევნო პოზიციისას კი იდეალური პასი მიაწოდა თანაგუნდელს და მეტოქესთან სხვაობა უკვე 15 ქულა იყო 40-25.

null

“ბურსასპორი” დროულად გამოფხიზლდა – დუდძინსკის სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთის წყალობით თურქული გუნდი დიდ შესვენებაზე მხოლოდ 10 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები აკონტროლებდნენ სიტუაციას და იოლად ინარჩუნებდნენ ორციფრიან უპირატესობას. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი – მოედნის “გენერალმა” ქულებიც უხვად დააგროვა და “დირიჟორის” ფუნქციებიც” კარგად შეასრულა.

null

მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარში “ბურსასპორის” ლიგიონერებმა მცირე გაქცევა წამოიწყვეს – ბიტიმმა და ნიდჰემმა 9 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა და თითქოს შეხვედრაში ინტრიგაც დაბრუნდა… სწორედ ამ მომენტში ითამაშა ბრწყინვალედ მასპინძელთა ერთერთმა ლიდერმა კაილ ვიმსმა, რომელმაც ჯერ დაცვაში “დააბლოკშოტა” მოწინააღმდეგე, შემდეგ კი შეტევაში გაიქცა და 2 ქულა ჩააგდო.

თურქული გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა და საბოლოოდ 67-80 დამარცხდა.

მატჩის ბომბარდირი “ვირტუსის” სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა და 3 პასი იყო. ტრადიციული ორმაგი დუბლი შეასრულა მასპინძელთა ფრანგმა ცენტრმა მუჰამადუ ჟაიტემ 13 ქულა+10 მოხსნა. 13 ქულა ქონდა კაილ ვიმსს, 12 მარკო ბელინელის.

თორნიკე შენგელიამ ფინალურ მატჩში 23 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი იყო.

null

“ბურსასპორის” რიგებიდან გამოირჩა ამერიკელი დეივ დუდძინსკი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 7 მოხსნა იყო.

“ვირტუს ბოლონიამ” არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ევროთასის ტურნირი.

იტალიური გუნდი მომდევნო სეზონში უკვე ევროლიგაზე იასპარეზებს.

ევროლიგაზე ითამაშებს ევროთასის ფინალისტი “ბურსასპორიც”.