იგა შვიონტეკის მოულოდნელი მარცხი ვარშავას ტურნირზე

იგა შვიონტეკის მოულოდნელი მარცხი ვარშავას ტურნირზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გრძელდება WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/4 ფინალურ სტადიაზე მოულოდნელი მარცხი იწვნია მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა შვიონტეკმა. პოლონელმა ჩოგბურთელმა 1:6 6:1 4:6 წააგო კაროლინა გარსიასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

შეხვედრის სტარტი მხიარული გამოვიდა – პირველ სეტში ფრანგი დომინირებდა, რომელმაც საწყისი 4 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 4:0. იგამ გაიბრძოლა, ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტიც მაინც მარტივად დათმო 1:6.

მეორე პარტიაში კორტების მასპინძელი გამოფხიზლდა – 38 წუთში მეტოქის ჩაწოდება ორჯერ მოიგო, საკუთარი არცერთხელ არ დაუკარგავს და სეტებს შორის ანგარიშიც გათანაბრდა 1:1 (1:6 6:1).

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკუთრ ჩაწოდებაზე, თუმცა მერვე გეიმიდან ყველაფერი ‘აირია”. 3:4-ზე გარსიამ ბრეიკი “გაახერხა” და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა 5:3.

პოლონელმა მობილიზება შეძლო და მომდევნო გეიმში შესრულებული უკუბრეიკით შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა 4:5.

მე-10 გეიმში კაროლინამ ისარგებლა მეტოქის წამიერი მოდუნებით, კიდევ ერთხელ “ააცალა” გეიმი და მასთან ერთად მატჩიც 6:1 1:6 6:4.

შეხვედრა 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში შვიონტეკის ანგარიშზე 4 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკპოინტი იყო. გარსიამ 1 ეისის წილ 6 ორმაგი დაუშვა და 11 ბრეიკპოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო.

ვარშავას ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე კაროლინა გარსია იასმინ პაოლინის დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი ბოგდანი ბაინდლსს.