ილია იბრძოლებს – თოფურიას ახალი მეტოქე ჰყავს

19:02 / 14 იან 2022
ილია იბრძოლებს – თოფურიას ახალი მეტოქე ჰყავს

მოგეხსენებათ, 23 იანვარს გასამართ ორთაბრძოლას, რომელიც ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის უნდა გამართულიყო, ეს უკანასკნელი გამოეთიშა. მიზეზად კოვიდ 19 სახელდება. ბრძოლამდე 10 დღით ადრე კი თოფურია მეტოქის გარეშე დარჩა.

ილიამ მაშინვე ქვემსუბუქი წონის კონტენდერი, დენ იგე გამოიწვია, თუმცა იგემ გამოწვევა არ მიიღო. ილიას ბრძოლა კი ჩარლზ ჟორდენმა გადაარჩინა. 26 წლის კანადელს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 3-ში იმარჯვა, 3 ბრძოლა დათმო ხოლო 1 მათგანში ფრე დაფიქსირდა.

თოფურიასა და ჟორდენის ბრძოლა UFC 270-ზე გაიმართება. ივენთის მთავარი დაპირისპირება კი მძიმე წონის სატიტულო დაპირისპირება იქნება – ფრენსის ნგანუ VS სირილ განი.