ის რასაც დიდხანს ველოდით – მასვიდალი vs ედვარდსი ჩაინიშნა

23:32 / 13 ოქტ 2021
ის რასაც დიდხანს ველოდით – მასვიდალი vs ედვარდსი ჩაინიშნა

UFC 269-ს რომელზეც, მსუბუქი წონის ქამრის ბედი გაირკვევა, ერთი სუპერ ბრძოლა დაემატა – ქვესაშალო წონის ბრძოლა, ლეონ ედვარდსი და ხორხე მასვიდალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მათი დაპირისპირება არაა უბრალოდ ტოპ კონტენდერების ბრძოლა, ეს არის დაპირისპირება, რომელსაც აქვს ისტორია.

2019 წელს, ლონდონში, ხორხე მასვიდალმა ადგილობრივი დარენ ტილი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. აღნიშნულ ქარდზე, საკუთარ სამშობლოში იბრძოლა ასევე ლეონ ედვარდსმაც, რომელმაც განარ ნელსონი დაამარცხა. ხორხესა და ედვარდსის გზები ბრძოლის შემდეგ კულისებში გადაიკვეთა, როცა ხორხე ინტერვიუს იძლეოდა, იქვე მდგარმა ედვარდსმა ხორხე საბრძოლველად გამოიწვია, მასვიდალმა უპასუხა რომ ეს ან მოხდებოდა ან არა. ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა – მასვიდალმა ედვარდს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა.

2 წლის წინ, კულისებში დაწყებული საქმე 12 დეკერმბერს, ოქტაგონზე გაგრძელდება.