კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მინესოტას” და უხვქულიან შეხვედრაში 139:149 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “თიმბერვულვზის” ცენტრი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ჩააგდო რა 60 ქულა.

თაუნსმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 31 -დან 19 სროლის რეალიზება შეძლო (11-დან 7 სამქულიანი, 16-დან 15 საჯარიმო). კარლის აქტივში ასევე იყო 17 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა – ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია (არცერთ სხვა კალათბურთელს ამდენი ქულა არ ჩაუგდია ერთ კონკრეტულ მატჩში).

null

თაუნსი უბრალოდ შეუჩერებელი იყო მესამე მეოთხედში, როდესაც “მინესოტას” ცენტრმა 32 ქულა მიითვალა. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაშ ეს რიგით მეოთხე შედეგია (მეოთხედში აღებული ქულები). კარლზე მეტის აღება მხოლოდ კლეი ტემფსონმა (37 ქულა), კევინ ლავმა (34) და კარმელო ენტონიმ (33) შეძლეს.

NBA-ს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ რომ 60 ქულის და 17 მოხსნის შესრულება თაუნსამდე ისეთმა ლეგენდარულმა კალათბურთელებმა შეძლეს, როგორებიც არიან უილტ ჩემბერლენი, ეიჯინ ბეილორი, მაიკლ ჯორდანი, შაკილ ონილი, კარლ მელოუნი და ჯორჯ მაიკანი.