კაშიამ სლოვანში გაიტანა (ვიდეო)

02:15 / 25 ნოე 2022
კაშიამ სლოვანში გაიტანა (ვიდეო)

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავას სლოვანი ზლატე მორავცეს შეხვდა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთაგან 1 გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. კაშიაც და კანკავაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრის ბოლომდე გაისარჯნენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დუნაისკა სტრედას 3 ქულით უსწრებს.