კაცი, რომელმაც მე-5 მუნდიალზე გაიტანა

21:54 / 24 ნოე 2022
კაცი, რომელმაც მე-5 მუნდიალზე გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. 37 წლის ფეხბურთელმა განასთან შეაგდო.

რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2006 წელს ითამაშა, შემდეგ იყო 2010, 2014, 2018 და ახლა უკვე 2022 წელი და ყველა ამ მუნდიალზე აიღო მეტოქეთა კარი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიი ნაკრები H ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად განის, ურუგვაის და კორეის ნაკრებები ჰყავს.