კვარა… შეიძლებოდა ნაპოლის წინააღმდეგ ეთამაშა

კვარა… შეიძლებოდა ნაპოლის წინააღმდეგ ეთამაშა

აიაქსი-ნაპოლის წინ: როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია როცა თამაშობდა, მის აიაქსში გადასვლაზეც საუბრობდნენ…

გოგა გახოკიძემ Leadersport-ს მარტში გვითხრა კიდეც, აიაქსს ხვიჩა სურს და კონტრაქტს სთავაზობსო.

შოთა არველაძემაც ნიდერლანდურ De Telegraaf-თან გააკეთა კომენტარი, აიაქსს თავისუფლად შეეძლო კვარას შეძენაო.

„კვარაცხელია აიაქსს ზამთარში შესთავაზეს. 15 მილიონ ევროს აფასებდნენ, აიაქსი კი 10-12 მილიოს იხდიდა. დრო იწერებოდა. ბოლოს ხვიჩა ნაპოლიმ იყიდა“.

კვარამ ჩემპიონთა ლიგაში ორივე მატჩი მაგრად ჩაატარა, მაგრამ გოლის გარეშე. ლივერპულთანაც, გლაზგო რეინჯერსთანაც… იმედია, აიაქსთან გააკეთებს გასაკეთებელს.

ნიდერლანდური პრესა კი კუდუსი-კვარაცხელიას დაპირისპირებაზე წერს: კუდუსი აიაქსის 22 წლის განელი ფორვარდია, მაგრად თამაშობს, რეინჯერსსაც გაუტანა და ლივერპულსაც…