“კონორ მზად ხარ საბრძოლველად? – ოლივეირას კონორი სურს | ვიდეო

20:39 / 8 მაი 2022
“კონორ მზად ხარ საბრძოლველად? – ოლივეირას კონორი სურს | ვიდეო

UFC 274-ზე აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

გამარჯვების მიუხედავად, ჩარლზმა აწონვებზე დაკრგული ქამარი ვერ დაიბრუნა. შეგახსენებთ რომ ოლივეირა აწონვებზე 200 გრამით მეტი იყო, ორგანიზაციამ მას წონის დასაფიქსირებლად დამატებით ერთი საათი მისცა, თუმცა სამწუხაროდ წონა მაინც ვერ დააფიქსირა და ქამრის დასაბრუნებლად შემდეგ ბრძოლაშიც გამარჯვება სჭირდება.

გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ, ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

“არ მაინტერესებს ვინ შემხვდება, ნებისმიერს შევებრძოლები. ჰეი კონორ მაკგრეგორ მზად ხარ ბრძოლისთვის, თუ გაქცევას აპირებ?”

კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა, სადაც ფეხი მოიტეხა და UFC-ში ბოლო 4 ბრძოლიდან მესამედ დამარცხდა.