კუმანის ბოლო თვე?

15:39 / 16 სექ 2021
კუმანის ბოლო თვე?

რონალდ კუმანმა შესაძლოა ბარსელონა დატოვოს. Cuatro-ს ინფორმაციით, ხოან ლაპორტა ბაიერნთან 0:3 მარცხის  შემდეგ, ნიდერლანდელის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა. გამოცდილ სპეციალისტს იგი ამ თვეში დააკვირდება და შემდეგ გაირკვევა ყველაფერი.

ბლაუგრანა სექტემბერში გრანადას, კადისს, ლევანტეს და ბენფიკას შეხვდება. სწორედ ამ მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული კუმანის მომავალი.

კუმანმა ბარსელონა 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მის ხელში გუნდს ტიტული ჯერ არ მოუპოვებია. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბარსელონამ 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.