კუპერის დაბრუნებამ ავსტრალია გარდაქმნა (Video)

22:23 / 12 სექ 2021
კუპერის დაბრუნებამ ავსტრალია გარდაქმნა (Video)

ოთხი ერის გათამაშების მესამე ტური ძალზედ საინტერესო გამოდგა. 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. ბოკემ დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან 26:28 წააგო.

ვოლაბების რიგებში საკმაოდ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მგეზავი ქუეიდ კუპერი დაბრუნდა, რომლის თამაშმაც და კარში ზუსტად დარტყმებმაც განაპირობა მასპინძლების წარმატება. კუპერის ანგარიშზე შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა – 23 ქულა. ბოლო წუთზე ბოკე 26:25 იგებდა. ვოლაბაბმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. კუპერმა 40 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და მასპინძლებს მოაგებინა.

გამარჯვების შანსი, ცხადია, ბოკესაც ქონდა. თუმცა, სამხრეთაფრიკელების უკანა ხაზის თამაში ვერაფრით აეწყო. სამივე ლელო სტუმრებმა მოლით გაიტანეს. აქედან ორი, შერკინების კვაჭის, შეცვლაზე შესული მალკოლმ მარქსის ანგარიშზეა.

ტურის მეორე შეხვედრაში, რომელიც ასევე ავსტრალიურ გოლდ კოასტში გაიმართა, ახალი ზელანდიის ნაკრებმა პირწმინდად დაჩაგრა არგენტინა და მშრალი ანგარიშით 39:0 მოუგო. არადა, ამ მატჩში ყველა ბრძოლას ელოდა. პუმებმა კი, მეტოქის სწრაფ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეს.

ახალი ზელანდია-არგენტინა 39:0

ახ. ზელანდია: 5ლ – ჯაკობსენი (2), პაპალიი, რისი, იოანე. 4გ – ჯ.ბარეტი (3), ბ.ბარეტი. 2ს – ჯ.ბარეტი, ბ.ბარეტი

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა 28:6

ავსტრალია: ლ – კილვეი. 7ს,გ – კუპერი

სინბინი: ფილიპი, ფაინგაა

სამ.აფრიკა: 3ლ – მარქსი (2), მბონამბი. 3ს,გ – პოლარდი

სინბინი: კოლისი, ლე რუ

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია – 15 ქულა, 2. სამ.აფრიკა – 10, 3. ავსტრალია – 4, 4. არგენტინა – 0