ლებრონ ჯეიმსი ახალ კონტრაქტს უახლოვდება – 2 წელიწადში 97 მილიონი

ლებრონ ჯეიმსი ახალ კონტრაქტს უახლოვდება – 2 წელიწადში 97 მილიონი

2022 წლის 4 აგვისტოდან “ლეიკერსის” ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს საშუალება ექნება კალიფორნიულ კლუბთან გაახანგრძლივოს მოქმედი კონტრაქტი.

ლებრონს ორი არჩევანი აქვს – თუ იგი არსებულ ხელშეკრულებას 1 წელს დაამატებს, ასეთ შემთხვევაში 47 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო თუ კონტრაქტის პირობებს 2 წელი დაემატება – ჯეიმსის ხელფასი ჯამში 97 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

null

NBA-ს წესების მიხედვით, ლებრონის კონტრაქტის გახანგრძლივება 4 აგვისტოდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს 2023 წლის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯეიმსს ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს “ლეიკერსთან” – 2022/23 წლების სეზონში იგი 44,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ამერიკელმა ბუკმეიკერებმა გამოაქვეყნეს NBA-ს 2022/23 წლების სეზონის MVP-ს ფავორიტი კალათბურთელები. საინტერესო ფაქტია, რომ ლებრონ ჯეიმსი ტოპ 10-ში ვერ მოხვდა.

null

2022/23 წლის NBA-ს MVP-ის მთავარი ფავორიტები

1. ლუკა დონჩიჩი

2. იანის ანტეტენკუმპო

3. ჯოელ ემბიდი

4. ნიკოლა იოკიჩი

5. კევინ დურანტი

6. სტეფ კარი

7. ჯეისონ ტეიტუმი

8. ჯა მორანტი

9. დევინ ბუკერი

10. კავაი ლეონარდი