ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა

15:25 / 17 ნოე 2021
ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა

პირველი ქართველი UFC-ს მებრძოლი ქალი, ლიანა ჯოჯუა აღნიშნულ ორგანიზაციაში აღარ იასპარეზებს. ჯოჯუას UFC-სთან 4 ბრძოლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. ამ 4 ბრძოლიდან, ჯოჯუამ გამარჯვება მხოლოდ ერთში მოახერხა, სავარაუდოდ სწორედ ეს იყო მასთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი.

4 დღის წინ, ლიკამ კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო ბრძოლა ჩაატარა, სადაც ამერიკელ კორტნი კეისის დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეგახსენებთ, ლიანა ჯოჯუამ, 2020 წლის ივლისში გამართულ ბრძოლაში, პირველი ქართული ფინიში შეასრულა UFC-ში.

ლიანა ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ არაერთხელ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს UFC-ში და ხელახლა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.