ლუხუმ ჩხვიმიანის დასანანი მარცხი ტაკატოსთან

ლუხუმ ჩხვიმიანის  დასანანი მარცხი ტაკატოსთან
ძიუდო
საქართველოს ძიუდოს ნაკრები
ტოკიოს ოლიმპიადა
ტოკიო 2020
ლუხუმ ჩხვიმიანი
ნაოჰისა ტაკატო
ლუკა მხეიძე

ტოკიოს ოლიმპიადაზე, 60 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალურ ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნია ლუხუმ ჩხვიმინამა. ქართველი ძიუდოისტი მსაჯების სადავო გადაწყვეტილების ფონზე დამატებით დროში დამარცხდა იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან.

null

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, ნაოჰისას ქონდა ილეთის შესრულების რამდენიმე მომენტი, თუმცა ლუხუმმა თავი კარგად დაიცვა.

ჩხვიმიანმა ერთ მომენტში პარტერში დაწოლილი მეტოქე ტატამიდან „ააგლიჯა“ და გდებაც შეასრულა (ვაზარი), თუმცა მსაჯებმა სადავო გადაწყვეტილება მიიღეს და ქართველს ქულა არ ჩაუთვალეს.

„გოლდენ სქორში“ გადასული დაპირისპირება კი იაპონელმა მოიგო, მიაღებინა რა ლუხუმს 3 გაფრთხილება(მესამე შიდო ამჯერადაც სადავო იყო).

ჩხვიმიანი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც მისი პირველი მეტოქე სამხრეთ კორეელი კიმ ვონ ჯინი იქნება.

ტაკატო 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ყაზახ იელდოს სმეტოვს დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე და ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელი იუნგ ვეი ხვდებიან.

null

ქალთა 48 კგ წონით კატეგორიაში 1/2 ფინალში დისტრია კრასნიჩი (კოსოვო) ურგანცეცე მუხბატს (მონღოლეთი) შეხვდება, ხოლო დარია ბილოდიდი (უკრაინა) ფუნა ტონაკის (იაპონია)