მალდინიმ რონალდუ საუკეთესოთა სამეულში არ შეიყვანა

13:09 / 23 სექ 2022
მალდინიმ რონალდუ საუკეთესოთა სამეულში არ შეიყვანა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ, ის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც უნახავს. აღსანიშნავია, რომ მილანის ყოფილმა კაპიტანმა ამ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა.

“სამი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს? ლეო მესი, დიეგო მარადონა და ბრაზილიელი რონალდო.” – განაცხადა მალდინიმ Sportskeeda-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი ამჟამად მილანის ტექნიკური დირექტორია. როსონერიმ მას კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივა.