მამარდაშვილი – კარგი დებიუტი ვალენსიას მთავარ გუნდში!

მამარდაშვილი – კარგი დებიუტი ვალენსიას მთავარ გუნდში!
მამარდაშვილი
ვალენსია

გიორგი მამარდაშვილს დებიუტი ჰქონდა ვალენსიას მთავარ გუნდში. ღამურებმა ამხანაგურ მატჩში 3:0 მოუგეს ბერძნულ ატრომიტოსს. მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ითამაშა და ორი ბურთიც მოიგერია…

 

ვალენსიელებმა პირველ ტაიმში ორჯერ გაიტანეს (მანუ ვალეხომ და ჯეისონმა), მეორეში კი გონსალო გედეშმა მესამე შეაგდო.

 

ღამურებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ. პირველ ტაიმში კარში კრისტიან რივერო იდგა.

 

ზოგადად, ქართველი მეკარე ვარჯიშებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს – იქაური პრესის ცნობით…