მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

მამუკელაშვილის 5 ქულა და გამარჯვება კლივლენდთან

მილუოკი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე კლივლენდს უმასპინძლა და მეტოქე 113-98 დაამარცხა.

null

ბაქსი კავალიერზთან გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ: ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, ვესლი მეტიუზი, პეტ კონაუტონი და ჯო ინგლესი.

მიუხედავად ტრავმების ეპიდემიისა, მილუოკის მაინც ეყო ძალები, რომ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინა და სეზონში მე-11 გამარჯვება მოეპოვებინა.

null

პარკეტს დაუბრუნდა იანის ანტეტენკუმპო, რომელიც ტრადიციულად ძალიან აქტიური იყოი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ბერძენ კალათბურთელს 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 16 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.

ანტეტენკუმპო ყველა შეტევაში ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს, მის შესაჩერებლად მინიმუმ ორი კალათბურთელი მაინც გადადის, რაც ბაქსის კალათბურთელებს ზონებს უნთავისუფლებს.

ამ სიტუაციით ძალიან კარგად სარგებლობს ცენტრის პოზიციაზე მოასპარეზე ბრუკ ლოპესი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშა და რაც მთავარია ძალიან გამოასწორა პერიმეტრიდან სროლაც.

null

კლივლენდთან მოგებულ მატჩში ბრუკმა 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 29 დაგროვებული ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ლოპესი ახლოს იყო გაემეორებინა თავისი პირადი რეკორდი, რომელიც მან 4 წლის წინ მაიამისთან დაამყარა (ჩააგდო 9-დან 8 სამქულიანი).

მიმდინარე რეგულარულში მილუოკის ცენტრი 38,9%-ით ესვრის სამქულიანებს, რაც ლოპესისთვის ფანტასტიკური მაჩვენებელია.

ბაქსის გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა ჯორდან ნვორამ, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და 21 ქულა ჩაუგდო მეტოქეს.

null

G ლიგაში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგების ფონზე, ბუდენჰოლცერმა 8 წუთი დაუთმო სანდრო მამუკელაშვილს. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამ დროის განმავლობაში 5 ქულა დააგროვა.

კლივლენდის კრიზისი გრძელდება – გუნდმა სეზონის სტარტზე გამართული 9 მატჩიდან 8 მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ზედიზედ 5 მატჩია მოედანს დამარცხებული ტოვებს.