მარკუსის პრინციპი… რა მოჰყვა გერმანელი მწვრთნელის რუსეთიდან წასვლას?..

მარკუსის პრინციპი… რა მოჰყვა გერმანელი მწვრთნელის რუსეთიდან წასვლას?..

მარკუს გიზდოლი – გერმანელი, რომელმაც მოსკოვის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 52 წლის გიზდოლმა განცხადება გააკეთა:

„მიზეზი ომია და არ შემიძლია მუშაობა იმ ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც უცხო ქვეყანაში სპეცოპერაცია დაიწყო. მწვრთნელობა ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ მიუღებელია, მოსკოვის ბაზაზე ფეხბურთელებს ვავარჯიშემდე, ხოლო ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში ბრძანებას გასცემდნენ ქვეყნის განადგურებაზე.

…ეს ყველაფერი ჩემს ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც წავედი“. (Sports.ru)

რუსეთში სხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა გიზდოლის გადაწყვეტილებას. ორი ვერსია თქვეს. ზოგმა – თამაშებს ვერ იგებდა და იცოდა, რომ მალე გაუშვებდნენო; უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ გიზდოლს გერმანიიდან უბრძანეს რუსული კლუბიდან წამოსვლა.

აი, მატჩ ტვ-ზე ჟურნალისტმა ივან კარპოვმა თქვა და სხვებმაც გაიმეორეს: „გიზდოლს ულტიმატუმი წაუყენეს: ან რუსეთიდან წამოვიდოდა, ან გერმანიაში ვერასოდეს ვეღარ იმუშავებდა. ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ულტიმატუმია“.

გიზდოლი ბუნდესლიგაში მუშაობდა: ჰოფენჰაიმში, ჰამბურგში, კიოლნში…