მილტონ ჰეიგი სანგოლიაფიდან გაუშვეს

20:12 / 28 სექ 2022
მილტონ ჰეიგი სანგოლიაფიდან გაუშვეს

საქართველოს ნაკრების ყოფლმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიის ვიცე ჩემპიონი ტოკიო სანგოლიაფი დატოვა. ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა, რადგან ორი სეზონის განმავლობაში, როცა ის სანგოლიაფს ხელმძღვანელობდა ორჯერ გაიყვანა იაპონიის ჩემპიონატის ფინალში. მას იაპონელი სპეციალისტი კეინორი ტანაკა შეცვლის.

ჰეიგთან ერთად გუნდი დატოვა დამინ მაკენზიმ, რომელიც ჰემილთონის ჩიფსში დაბრუნდა და, გამორიცხული არ არის, ნოემბერში ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად ევროპაში ჩამოვიდეს ტესტებზე საასპარეზოდ.