ნადალის მოულოდნელი მარცხი რომის მასტერსზე

ნადალის მოულოდნელი მარცხი რომის მასტერსზე

იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება რომის მასტერსი. 1/8 ფინალურ სტადიაზე სენსაციურად დამარცხდა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული რაფაელ ნადალი. ლეგენდარულმა ესპანელმა დენის შაპოვალოვთან 6:1 5:7 2:6 წააგო.

შეხვედრის სტარტი “რაფას” იდეალური გამოუვიდა – ესპანელი კორტზე დომინირებდა და 43 წუთში მეტოქე 6:1 გაანადგურა.

null

მეორე პარტიის პირველივე გეიმში შაპოვალოვმა ნადალის ჩაწოდება აიღო და ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა. კანადელი ამ ჰანდიკაპს მერვე გეიმამდე ინარჩუნებდა, თუმცა რაფაელმა მაინც მოახერხა უკუბრეიკის შესრულება 4:4.

მეორე სეტის მეორე ნახევარში უკვე აშკარად ჩანდა, რომ ესპანელს ფეხის ტერფის ტრავმა აწუხებდა და ძლივსღა მოძრაობდა კორტზე. მატჩის გარკვეულ პერიოდში ნადალმა ზედიზედ 14 ქულაც კი წააგო.

დენისმა ბოძებული შანსი გამოიყენა – მან ჯერ მეორე სეტი მოიგო 7:5, ხოლო შემდეგ კი გადამწყვეტი პარტია 6:1.

ნადალმა კარიერაში მეორედ, 2008 წლის შემდეგ კი პირველად ვერ შეძლო რომის მასტერსზე 1/4 ფინალში გასვლა.

რაფაელი კარიერაში პირველად ისე ითამაშებს როლან გაროსზე, რომ სეზონში არცერთი ფინალი არ დაუფიქსირდება გრუნტის საფარიან ტურნირებზე.

შაპოვალოვმა კარიერაში მეექვსე მატჩი ჩაატარა ნადალთან და მეორე შეხვედრა მოუგო (პირველად გრუნტზე)

ტურნირის 1/4 ფინალში “შაპოს” მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება.