ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრები კორეის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩამდე გაურკვეველი იყო შეძლებდა თუ არა ნეიმარი თამაშს. როგორც თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და პლეი-ოფში სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის შემტევი ჯგუფურ ეტაპზე დაშავდა და მისი პლეი-ოფში თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ბრაზილიელთა საბედნიეროდ, ნეიმარს თამაში შეეძლება.
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. როგორც უკვე გითხარით, ტიტეს შეგირდები 1/8 ფინალში კორეის ნაკრებს შეხვდებიან.