ოთხი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში – თოდუა, ლობჟანიძე, მამუკაშვილი, აბულაძე

19:48 / 21 ნოე 2022
ოთხი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში – თოდუა, ლობჟანიძე, მამუკაშვილი, აბულაძე

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა planetrugby-მ ნოემბრის ტესტების მესამე კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ერთბაშად ოთხი ქართველი მორაგბე შეიყვანა. ესენია: გარემარბი ალექსანდრე თოდუა, ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე, შერკინების ბურჯი ნიკა აბულაძე და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი.

Возможно, это изображение один или несколько человек, люди занимаются спортом и на открытом воздухе

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი საუკეთესოთა შორის სწორედ საქართველოს ნაკრების მორაგბეები არიან. სამ-სამი მოთამაშე მოხვდა შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებიდან, ასვე ორი ინგლისელი და თითო-თითო სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან და ირლანდიიდან.

აი, რას წერს planetrugby ჩვენს მორაგბეებზე

Возможно, это изображение 2 человека и борода

ნიკა აბულაძე – წარმოიდგინეთ, თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი დარჩა. ორ ქულას აგებ და შანსი გაქვს საჯარიმო მოიპოვო თუ მეტოქეს შერკინებაში აჯობებ. აბულაძემ ადგა და ვიზავი სემ უეინრაიტი პრინციპალიტის სახურავზე შემოსვა. ეს მას არადროს დაავიწყდება.

შალვა მამუკაშვილი – მსოფლიო რაგბიში ყველაზე შთამბეჭდავი წვერის მატარებელი კაცი კარდიფში, მატჩის მიწურულს შესანიშნავად გაისარჯა. შერკინებაში მისმა ბრწყინვალე თამაშმა გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვასილ ლობჟანიძე – ქართველი ცხრა ნომერი აბსოლუტურად შთამაგონებლად ირჯებოდა და ის, გუნდთან ერთად ისტორიაში შევიდა.

ალექსანდრე თოდუა – ჩვენ შეგვეძლო საუკეთესოდ შოტლანდიელი დუჰან ფან დერ მერვე ან სამხრეთაფრიკელი ლელოების მანქანა კურტ-ლი არენდსე დაგვესახელებინა. თუმცა, ჩვენი არჩევანი რაგბის რომანტიკოსებისთვისაა, რადგან მან და საქართველომ კარდიფში გაიბრწყინა.

სიმბოლური ნაკრები
15. ვილი ლე რუ (სამ.აფრიკა), 14. დარსი გრემი (შოტლანდია), 13. რეიკო იოანე (ახ.ზელანდია), 12. სიონე ტუიპულოტუ (შოტლანდია), 11. ალექსანდრე თოდუა (საქართველო), 10. ფინ რასელი (შოტლანდია), 9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო). 1. ნიკა აბულაძე (საქართველო), 2. შალვა მამუკაშვილი (საქართველო), 3. ვილ სტუარტი (ინგლისი), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. დევიდ რიბანსი (ინგლისი), 6. შარლ ოლივონი (საფრანგეთი), დელტონ პაპალიი (ახალი ზელანდია), 8.კილან დორისი (ირლანდია)

May be an image of 3 people, people playing sports and outdoors