პერესმა 1 ევრო მოიგო

პერესმა 1 ევრო მოიგო

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ გაზეთ El Confedencial-ს 1 ევრო მოუგო… სასამართლო დავა.

პერესმა შარშან საჩივარი შეიტანა გაზეთის ჟურნალისტ ხოსე ანტონიო აბელანის წინააღმდეგ, რომელმაც აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნდა: პერესი იკერ კასილიასს, კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიუს აკრიტიკებდა. გახსოვთ ეს ისტორია. ჟურნალისტს იქ დაუსაბუთებლად ეწერა რაღაც პუნქტები.

და 1 ევრო რატომ? პერესმა შარშან თავად მოითხოვა, რომ თუ გამართლდებოდა, 1 ევროს მიიღებდა. ამით მიანიშნა, რომ სიმართლე მეტია, ვიდრე ფული.

რადგან პერესზე ვწერთ, მისი ერთი კომენტარიც დავამატოთ, რომელიც ზოგადია და სუპერლიგის შექმნის სურვილისკენ მიანიშნებს:

„ფეხბურთი ნაკლებად პოპულარული ხდება. უნდა ვაღიაროთ, ფეხბურთი ავადაა, ახალგაზრდობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ინტერესდება და სხვა გასართობს ეძებს. ვარდნა უნდა შევაჩეროთ“.