პროჰასკამ მძიმე ტრავმა მიიღო, ტეიშეირაც ჩაეხსნა – ცვლილებები სატიტულო ბრძოლაში

14:24 / 24 ნოე 2022
პროჰასკამ მძიმე ტრავმა მიიღო, ტეიშეირაც ჩაეხსნა – ცვლილებები სატიტულო ბრძოლაში

UFC-ს ქვემძიმე წონაში დიდი ცვლილებებია. 11 დეკემბერს გასამართ UFC 282-ზე, მთავარი ბრძოლა პროჰასკასა და ტეიშეირას შორის უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ გავრცელებული ინფორმაციით პროჰასკამ მხრის უმძიმესი დაზიანება მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა. როგორც დენა უაითმა აღნიშნა, მხრის მსგავსი სირთულის ტრავმა ორგანიზაციის ექიმებს UFC-ში ჯერ არ უნახავთ.

ამ ფაქტის შემდეგ, ბრძოლაზე უარი თქვა გლოვერ ტეიშეირამაც, ქამარი ვაკანტური გახდა, UFC-მ კი სატიტულო ბრძოლისთვის ახალი წყვილი შეადგინა – ყოფილი ჩემპიონი, იან ბლაჰოვიჩი ქამრისთვის მეორედ მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ გაიბრძოლებს.