პულიშიჩი იტალიის გზაზე

16:40 / 24 იან 2023
პულიშიჩი იტალიის გზაზე

ჩელსის ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა კარიერა, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მილანმა ამერიკელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყო.

კრისტიან პულიშიჩი ლონდონურ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ სეზონში ამერიკელმა 21 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვლილი.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში ჩელსიმ 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში გრემ პოტერის გუნდი შინ ფულემს დაუპირისპირდება.

Christian Pulisic reunites with fan who is now cancer-free