პუმები ვოლაბების დასამარცხებლად ემზადებიან

19:50 / 5 აგვ 2022
პუმები ვოლაბების დასამარცხებლად ემზადებიან

ოთხი ერის გათამაშების პირველ ტურში არგენტინის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. პუმებმა ვოლაბებისგან განსხვავებით ივლისის სერია შოტლანდიასთან მოიგეს. ავსტრალიელები კი, ინგლისთან შინაურ კედლებში დამარცხდნენ.

ძნელი სათქმელია, ამ მატჩში ფავორიტი რომელია. ავსტრალიელებმა ახლახან სერიოზული დანაკარგი განიცადეს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს სემუ კერევი.

არგენტინის ნაკრების ავსტრალიელმა მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ სკოტებთან გამართული მატჩის შემდეგ 9 ცვლილება განახორციელა. აქედან ექვსი შერკინებაში. ვოლაბების თავკაცმა დეივ რეინიმ კი, ამჯერად, ექსპერიმენტებისაგან თავი შეიკავა და მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინა: 15. ხუან მალია, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას ორლანდო, 12. ხერონიმო და ლა ფუენტე, 11. ემილიანო ბოფელი, 10. სანტიაგო კარერასი, 9. ტომას კუბელი.   1. ნოელ ტატაზ ჩაპარო, 2. ხულიან მონტოია, 3. ფრანსისკო კოდელა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან გონსალესი, 7. მარკოს კრემერი, 8. პაბლო მატერა

16. ავგუსტინ კრევი, 17. ტომას გალო, 18. ნოელ სკლავი, 19. სანტიაგო გრონდონა, 20. როდრიგო ბრუნი, 21. ლაუტარო ველესი, 22. ტომას ალბორნოსი, 23. მატიას მორონი

ავსტრალია: 15. ტომ რაიტი, 14. ჯორდან პეტაია, 13. ლენ იკუტაუ, 12. ხანტერ პაისამი, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. ქუეიდ კუპერი, 9. ნიკ ვაითი   1. ჯეიმზ სლიპერი, 2. ფოლაუ ფაინგაა, 3. ალან ალაალატოა, 4. დარსი სეინი, 5. მერ ფილიპი, 6. ჯედ ხოლოუეი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. რობ ვალენტინი

16. ლაკლან ლოუნგრანი, 17. მეტ გიბონი, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ნიკ ფროსტი, 20. რობ ლეოტა, 21. პიტ სამუ, 22. ჯეი გორდონი, 23. რის ხოჯი