რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის 150-ე ჩოგანმა ემა რადუკანუმ US OPEN-ის 1/4 ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი 6:3 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

null

შეხვედრის სტარტი შვეიცარიელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. 18 წლის ემა დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:3.

მეორე პარტიის სტარტზე ბელინდამ ჯერ საკთარი გეიმი მოიგო, ხოლო შემდეგ მეტოქის ჩაწოდებაზე 3 ბრეიკპოინტიც მიიღო. რადუკანუმ გაჭირვებით მოახერხა ამ საფრთხის მოგერიება და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

მე-5 გეიმში ბრიტანელმა თინეიჯერმა პირველივე მცდელობით შეძლო მეტოქის დაბრეიკება და შემდეგ მშვიდად შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე 6:3 6:4.

შეხვედრა 85 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ემას ანგარიშზე 6 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. ბენჩიჩმა 1 ეისის წილ 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლო.

მატჩის მიმდინარეობისას რადუკანუმ 23 ვინერსი შეასრულა და 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ბელინდამ კი საკთარი აქტიური ქმედებების შედეგად 19 ქულა მოიგო და 21 უხეში შეცდომა დაუშვა.

null

საჩოგბურთო ღია ერაში 18 წლის რადუკანუ – პირველი კვალიფიკანტია, რომელმაც შეძლო US OPEN-ის ნახევარფინალში გასვლა.
ამერიკის ღია პირველობაზე მესამედ მოხდა, რომ ტოპ 100-ს მიღმა მყოფი ჩოგბურთელი გავიდა ნახევარფინალში (ქალთა ერთეულთა თანრიგი – ბილი ჯინ კონგი 1979 წელი, კიმ კლაისტერსი 2009 წელი).
US OPEN-ის ნახევარფინალში ბრიტანელი თინეიჯერი მარია საკარის შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 1/4 ფინალურ სტადიაზე 6:4 6:4 სძლია ჩეხ კაროლინა პლიშკოვას.