რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ინდიან-უელსის მასტერსი ქალთა ერთეულთა თანრიგში. ნახევარფინალურ სტადიაზე, უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ელენა რიბაკინამ 6:2 6:2 გაანადგურა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იგა შვიონტეკი და ფინალის საგზური მოიპოვა.
ყაზახმა ჩოგბურთელმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა.
6 გეიმიან დისტანციაზე შვიონტეკი ინტრიგას ინარჩუნებდა (2:4), თუმცა სეტის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ დაბრეიკდა და პარტიაც დათმო 2:6.
მეორე სეტის სტარტზე რიბაკინამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
შეხვედრის დაწყებიდან 77 წუთში ელენამ გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა 6:2 6:2.
რიბაკინამ ბრწყინვალედ ითამაშა მიღებაზეც და ჩაწოდებაზეც. ყაზახმა 5 ბრეიკპოინტიდან ხუთივეს გამოყენება შეძლო, ხოლო საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.
თავისმხრივ კატასტროფული იყო იგას თამაში – მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ სამჯერ მოიგო.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 3:1 გახდა ყაზახი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.
ინდიან-უელსის ფინალურ მატჩში რიბაკინა საბალენკას დაუპირისპირდება, რაც 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის “რემეიქი” იქნება.