როგორ აწყენინეს რეალში ესიენს

13:29 / 5 აგვ 2022
როგორ აწყენინეს რეალში ესიენს

ისე მოხდა, რომ რეალში 2012 წელს გადასულ მიკაელ ესიენს 30 წელი შეუსრულდა. ნახევარმცველმა იუბილეს კარგად აღნიშვნა გადაწყვიტა. მან, პურ-მარილი გაშალა და მთელი გუნდი დაპატიჟა, თუმც… მხოლოდ ორი კაცი მივიდა — ლუკა მოდრიჩი და  რიკარდო კარვალიუ. ფოტოც ამის დასტურია.

მადრიდელთა მაშინდელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ გაცეცხლდა. მას განელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა.

მოურინიუმ თქვა, რომ რეალი პოლიტიკური კლუბია, რომელშიც ერთმანეთს დაპირისპირებული დაჯგუფებები არიან. ჟოზემ ესიენს უთხრა, რომ მისი თანაგუნდელების ასეთ ქცევაში პირადი არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ის არ მოსწონთ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ და ჩათვალეს, რომ იმ დღეს სხვაგან უფრო საინტერესო საქმეები ჰქონდათ.

Michael Essien: Only two Real Madrid players turned up to his 30th birthday
იმ სეზონში რეალი ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, სამეფო თასზე კი ფინალში ატლეტიკოსთან დამარცხდა.

„ის მხოლოდ ფეხბურთელი კი არა, ჩემი შვილობილია. ის ჩემს შეგირდებს შორის ერთადერთია, ვინც სახლში, თავის ნამდვილ სახლში დამპატიჟა. იქ, სადაც დაიბადა. გამატარა იმ ქუჩაზე, სადაც ბავშვობაში ბურთს დასდევდა. მან განა შემაყვარა. მან გამაცნო აკრა, სადაც ის ცხოვრობდა და მე ადგილობრივი ხალხის მენტალიტეტი გავიგე. ის მზად იყო თანაგუნდელებისთვის, კლუბისთვის, მწვრთნელისთვის თავი გაეწირა. მას შეეძლო ჯანმრთელობა არ დაეზოგა ჩემთვის და რეალისთვის მუხლით, რომელიც უკვე მუხლი აღარც იყო. ტკიოდა, მაგრამ იღიმებოდა. მიკაელი ხშირად იღიმება”.

I love Ghana' – Jose Mourinho recounts 'incredible week' in Ghana – Citi Sports Online