“როგორ მადარებთ?” – სარის რკინის ლოგიკა

“როგორ მადარებთ?” – სარის რკინის ლოგიკა

რომა-ლაციო, ლაციო-რომა… რომელს ექნება უკეთესი სეზონი? ჟოზე მოურინიუს გუნდმა მშვენიერი ტრანსფერები გააკეთა და კონკრეტულად ამ ორ გუნდს შორის, რა თქმა უნდა, რომაა ფავორიტი საჩემპიონთალიგო ოთხეულში გასვლაზე.

აი, რა საინტერესო მოსაზრებაა ლაციოს მწვრთნელ მაურიციო სარისგან:

„მოურინიუ მომწონს. უბრალოდ შედარების შინაარსს ვერ ვიგებ. ჩვენს შორის დიდი სხვაობაა სამწვრთნელო სტარტის კუთხით.

…მე მოყვარულებში გავიზარდე, საერთოდ განსხვავებულ ფეხბურთელებთან მქონდა ურთიერთობა. უდიდესი ძალისხმევა მჭირდებოდა, რათა მათთვის მოგება მესწავლებინა. მოურინიუმ კი ბარსელონაში დაიწყო!

…დიდი სხვაობაა იტალიის კლუბ სტიესა და ბარსელონას შორის” (სტიე მერვე დივიზიონშია). (Corriere dello sport)