როლან გაროსზე WILD CARD-ები ჩამოარიგეს

როლან გაროსზე WILD CARD-ები ჩამოარიგეს

22 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტს აიღებს 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი – როლან გაროსი. საფრანგეთის ღია პირველობა ისტორიაში 126-ედ ჩატარდება და ტრადიციულად 2 კვირას გაგრძელდება.

დღეს, როლან გაროსზე ცნობილი გახდა იმ ჩოგბურთელთა სია, რომლებიც ტურნირის ხელმძღვანელებისგან WILD CARD-ს მიიღებენ და ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ ძირითად ბადეში.

null

ქალთა ბადე

1. ტესა ანდრიანიაფიტრიმო

2. ფიონა ფერო

3. ელზა ჟაკმო

4. ლეოლია ჟანჟანი

5. კლოე პაკე

6. არმონი ტანი

null

მამაკაცთა ბადე

1. გრეგუარ ბარერე

2. მანუელ გინარი

3. კორენტინ მუტე

4. ლუკა პუი

5. ჟილ სიმონი

6. ჟო ვილფრედ ცონგა

 

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ჟო ვილფრედ ცონგამ განაცხადა, რომ როლან გაროსი მის კარიერაში უკანასკნელი ტურნირი იქნება. საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ ფრანგი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს.