რომან დოლიძე ბრძოლას კიდევ ერთხელ გამოეთიშა

19:25 / 23 ნოე 2021
რომან დოლიძე ბრძოლას კიდევ ერთხელ გამოეთიშა

33 წლის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს 5 დეკემბერს, ბრენდან ალენის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა ბრძოლიდან ჩაეხსნა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რომანმა კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ სრულად რეაბილიტირება ვერ შეძლო და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის. სწორედ კოვიდის გამო გამოეთიშა იგი 14 ნოემბერს ჩანიშნულ ბრძოლასაც.

დოლიძეს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 3-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მე-5 ორთაბრძოლის გამართვაში კი ხელს ჯერ-ჯერობით ჯანმრთელობის მდგომარეობა უშლის ხელს. სავარაუდოდ მიმდინარე წელს ქართველი მებრძოლების UFC-ში ასპარეზობა დასრულებულია. 2022 წლის სტარტზე, იანვარში კი ორი სუპერ დაპირისპირებაა ჩანიშნული – ილია თოფურია მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება, ხოლო გიგა ჭიკაძე კელვინ კატარის დამარცხებას შეეცდება, რითიც ფაქტობრივად გაინაღდებს სატიტულო ორთაბრძოლას.