რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

13:08 / 23 ნოე 2022
რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

4 დეკემბერს გასამართ UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ჰერმანსონს დერეკ ბრანსონთან ებრძოლა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა – იგი ქართველმა საშუალო წონოსანმა ჩაანაცვლა. ჰერმანსონი აღნიშნული წონის მე-8 ნომერია, ასე რომ მასზე გამარჯვებით რომანი პირდაპირ TOP 10-ში შედის და საჩემპიონო რბოლასაც ძალიან უახლოვდება.

ჰერმანსონი UFC-ში 2016 წლიდან იბრძვის. შვედმა ამ დროში 15 ბრძოლა გამართა საიდანაც 10ში იმარჯვა. აღანიშნავია, რომ მან ბრძოლები მხოლოდ საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან დათმო, როგორებიცაა ვეტორი, სტრიკლენდი, კანონიერი…

რაც შეეხება რომანს, მას 3 მოგებიანი სერია აქვს, უკანასკნელ ორში მან ნოკაუტით იმარჯვა. ბოლო ბრძოლაში რომანმა ფილ ჰოუსი პირველივე რაუნდში, საკმაოდ ეფექტურად დააფინიშა.

ნახეთ ჰერმანსონის მომენტები: