რონალდუს ტრანსფერი? აგენტი კლუბის პრეზიდენტს შეხვდა

12:06 / 26 ივნ 2022
რონალდუს ტრანსფერი? აგენტი კლუბის პრეზიდენტს შეხვდა

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს. The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ახალი სეზონი შეიძლება ჩელსიში დაიწყოს.

ბრიტანული პრესა წერს, რომ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში პორტუგალიაში ჩელსის ახალ პრეზიდენტს ტოდ ბოულის შეხვდა და შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს.

ბოლო ცნობებით, რონალდუს კლუბის დატოვება იმიტომ სურს, რომ მანჩესტერი სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს. რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ რონალდუს კარიერის გაგრძელება მიუნხენის ბაიერნში შეეძლო, თუმცა ჭორები მალევე გაქარწყლდა.

რონალდუ მანჩესტერში შარშან ზაფხულში დაბრუნდა. მანკუნიანელთა მაისურით მან 38 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.