საგსის სამქულიანმა მეჯიქს ჩიკაგოსთან მოაგებინა

საგსის  სამქულიანმა მეჯიქს ჩიკაგოსთან მოაგებინა

ახალი გუნდის შენების პროცესშია ორლანდო. მეჯიქის სამწვრთნელო შტაბს აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელებზე აქვთ გაკეთებული და დიდად არ ანაღვლებთ კონკრეტულ შეხვედრას მოიგებენ თუ არა.

null

მიუხედავად ასეთი მიდგომისა, ორლანდომ მიმდინარე სეზონში რიგით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – ჯამალ მოსლის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად ჩიკაგო დაამარცხა 108-107. 2022/23 წლების რეგულარულ გათამაშებაში ეს გახლდათ მეჯიქის პირველი საგარეო გამარჯვება.

ვაგნერის, კარტერის და ბოლ ბოლის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე ორლანდო მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 19 ქულიანი ხვაობით დაწინაურდა, თუმცა სტუმრები ნაადრევად მოდუნდნენ და ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ.

ჩიკაგომ სათამაშო ტემპს უმატა, მიზანი “გაისწორა” და სწრაფ რეჟიმში ჩამოადნო მეტოქის უდიდესი ჰანდიკაპი. შესანიშნავად გამოიყურებოდა დემარ დეროუზანი, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო და საკუთარ გუნდს უკანასკნელ წამებზე ლიდერობა მოუტანა.

null

ბულზი 107-105 იგებდა და საჯარიმო ხაზთან ნიკოლა ვუჩევიჩი იდგა. გადამწყვეტ მომენტში, მონტენეგროელმა ცენტრმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორივე ერთქულიანი გააფუჭა და მეტოქეს შანსი დაუტოვა.

საპასუხო შეტევაში ჯაილენ საგსმა დოსუნმუს ხელებს ზემოდან რთული 3 ქულიანი ჩააგდო და ორლანდოს ლიდერობა დაუბრუნა 108-107.

საფინალო სირენასთან ერთად დეროუზანს შეეძლო საკთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, თუმცა მისი ნასროლი მიზანს აცდა.