“საუკეთესო ხარ” – მარცხის შემდეგ ჰოლოუეი ვოლკანოვსკის მიმართავს

14:53 / 4 ივლ 2022
“საუკეთესო ხარ” – მარცხის შემდეგ ჰოლოუეი ვოლკანოვსკის მიმართავს

ლას ვეგასში გამართულ UFC 276-ზე ბევრი საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. ღონისძიებას ორი სატიტულო ორთაბრძოლა აგვირგვინებდა. კო-მეინ ივენთზე ქვემსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლების, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვკის ტრილოგია შედგა. ავსტრალიელმა მაქსი მესამეჯერაც დაამარცხა, თუმცა წინა ორისგან განსხვავებით აქ საგრძნობი უპირატესობითა და ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე.

მარტივი ნამდვილად არ არის, დამარცხდე 3-ჯერ ერთი და იგივე მეტოქესთან, თანაც მაშინ, როცა მის გამოჩენამდე წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნეოდი. მაქსი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 30 წლისაა და უკვე საკმაოდ დიდი ისტორიის დაწერა მოახერხა, ის უკვე შემდგარი ლეგენდაა. თუმცა, რა უნდა იყოს მისთვის შემდეგი, მართლაც რთული გამოსაცნობია.

უნდა ითქვას, რომ ტრილოგიის მიმდინარეობისას მებრძოლებს შორის იყო დაძაბულობა, განსაკუთრებით კი მესამე ბრძოლის წინ, თუმცა ჰავაელმა ვოლკანოვსკის ბრძოლის შემდეგ ინსტაგრამ პოსტით მიმართა:

“ამ ტრილოგიაში ნოკდაუნებში მაინც 2-0-ს გიგებ. მეოთხე ბრძოლაა საჭირო! ეს ხუმრობით. გილოცავ ძმაო, მიდი და საშუალო წონის ქამარიც მოიპოვე. შენ ეს დაიმსახურე. ამჟამად საუკეთესო ხარ, P4P-ის პირველი ნომერი. ჩემს ფანებს მივმართავ, რომ ნუ განიცდით ჩემს გამო – ეს ცხოვრების ნაწილია. ჩვენ უნდა შევძლოთ დაბრუნება და ასეც ვიზამთ, მიყვარხართ!”