საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, პლეი ოფშია

22:31 / 21 ივნ 2022
საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, პლეი ოფშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი ნაკრები, რომელიც A ჯგუფში ასოარეზობს, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 14:10 დაამარცხა. ყველაზე შდეგიანები ჩვენი გუნდიდან ბორის ვაპენსკი და ივან სარიჩი იყვნენ. მათ ანგარიშზე ოთხ-ოთხი გოლია.

ამ გამარჯვებით, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში, მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ ბრაზილიელებმა მონტენეგროსა და უნგრეთის ნაკრებების დამარცხება შეძლონ.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 23 ივნისს მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს. მონტენეგროელთა მატჩი უნგეთის ნაკრებთან დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე