საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მუხლის ტრავმის გამო მოახლოებულ 2 მატჩს დავით ხოჭოლავა გამოტოვებს. ვილი სანიოლმა მის ნაცვლად დინამო ბათუმის მცველს მამუკა კობახიძეს უხმო. სანიოლმა კობახიძესთან ერთად დინამო თბილისის 17 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუაც გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 28-ში კი ევრო 2024-ის შესარჩევში ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდება.
ვილი სანიოლის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა შემდეგნაირია.
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),