საჩემპიონო ორთაბრძოლა: იოკოძუნა VS ოძეკი

საჩემპიონო ორთაბრძოლა: იოკოძუნა VS ოძეკი

ნაცუ ბაშოს მე-15 დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართა: თუ მოიგებდა, ჩემპიონო გახდებოდა, თუ ვერა, კეტტეი-სენში (პლეი-ოფში) ჩემპიონობისთვის დამატებითი ორთაბრძოლა სამ ოპონენტთან (დაიეიშო, სადანოუმი, ტაკანოშო) მოუწევდა.

 

ასე არ მოხდა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა მიტაკეუმის მავაში თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ აიღო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

12:3-ზე ბალანსით, ტერუნოფუჯიმ იუშო (იმპერატორის თასი) მეშვიდედ მოიგო