სერენა უილიამსი WTA TOUR-ზე წარმატებით დაბრუნდა

სერენა უილიამსი WTA TOUR-ზე წარმატებით დაბრუნდა

2021 წლის უიმბლდონზე, პირველი წრის შეხვედრაში სერენა უილიამსმა ტრავმა მიიღო, ამის შემდეგ ამერიკელი დაახლოებით ერთი წელი მკურნალობდა და ოფიციალური მატჩი არსად არ ქონდა ჩატარებული. მსოფლიო პრესაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სერენამ საჩოგბურთო კარიერა უკვე დაასრულა, თუმცა არა.დიდი სლემის ტურნირების 23 გზის გამარჯვებული უილიამსი ისევ კორტზეა.

null

ისტბურნის ტურნირის წყვილთა თანრიგში, 1/8 ფინალურ ეტაპზე სერენა უილიამსის და ონს ჟაბერის წყვილმა 2:6 6:3 13:11 სძლია ბუზკოვა/სორიბეს-ტორმოს ტანდემს და 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

ამერიკულ/ტუნისურმა წყვილმა პირველი პარტია ულაპარაკოდ დათმო, მეორეში კი ორჯერ დაკარგა საკუთრი ჩაწოდება, თუმცა ორივე შემთხვევაში წარმატებით შეძლო უკუბრეიკის შესრულება. საჩემპიონო ტაიბრეიკზე ჟაბერი/უილიამსის წყვილმა 1 მატჩპოინტიც გადაარჩნა და საბოლოოდ რთული გამარჯვება იზეიმა.

“ონსთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო და მხირული იყო. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თამაშის პროცესისგან. ჩვენი მეტოქეები უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობდნენ. მათ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნეს და პირველი სეტის შემდეგ უბრალოდ ვცდილობდით ინტრიგა შეგვენარჩუნებინა მატჩში.

საჩოგბურთო კუთხით დიდ გეგმებს ნამდვილად არ ვაწყობ. სერიოზული ტრავმის შემდეგ დავბრუნდი და ამითაც ბედნიერი ვარ” – განაცხადა სერენამ მოგებული შეხვედრის შემდეგ.

ისტბურნის ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე უილიამსი/ჟაბერის მომდევნო მეტოქე სუკო აოიამა/ხაოცჟინ ჩჟანის დუეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსმა უკვე მიიღო ვაილდ ქარდი უიმბლდონის ორგანიზატორებისგან და მომდევნო კვირაში ლონდონში გასამართ დიდი სლემის ტურნირზე იასპარეზებს.