სიმეონე სულ ფეხბურთზე: გინდ მეძინოს…

სიმეონე სულ ფეხბურთზე: გინდ მეძინოს…

დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ სისტემატურად ფეხბურთზე ფიქრობს და ზოგჯერ ისეთ მომენტებშიც კი, როცა ამის საჭიროება არ არის…

„24 საათის განმავლობაში ფეხბურთზე ვფიქრობ. როცა მძინავს, ალბათ მაშინაც კი. ხშირად გამღვიძებია ამაზე ფიქრში… მიდიხარ კინოში, ზიხარ საათნახევარი. შესაძლოა, მშვენიერი ფილმია, მაგრამ როგორც კი პაუზა იქნება, ან ერთი ეპიზოდი იწელება, შენ ამ დროს ტვინში გიტრიალდება: „ვინ ვათამაშო, ფელიში თუ კორეა?“.

…ამას ვერ აუხსნი გვერდში მყოფ ადამიანს. უბრალოდ, მოუსვენრობას გრძნობ მაშინაც კი, როცა ისვენებ ან გძინავს. ძალიან ხშირად ხდება, როცა დასაძინებლად ვემზადები, ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა ვათამაშო“. (Mundo Deportivo)