“სულ მაგდებენ, მაგრამ მშვიდად ვარ…”

“სულ მაგდებენ, მაგრამ მშვიდად ვარ…”

პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თქვა, თუ რატომ არ განიხილა თავის დროზე ბარსელონას წინადადება. არგენტინელმა მწვრთნელმა აღნიშნა, 2020 წლის იანვარში შემეძლო, ბარსაში მივსულიყავიო…

„არც ჩემი მეუღლე და არც შვილები არ დაუშვებდნენ ამას. ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ესპანიოლთან, ასე რომ, ბარსაში ჩემი გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა. ბარსელონას საკმაოდ დიდი არჩევანი და შესაძლებლობა აქვს, რათა მოიყვანოს კლუბის იდეების გამზიარებელი მწვრთნელი. მე კი ასეთი არ ვარ“.

პოჩეტინომ ასევე ისაუბრა მომავალზე. დარჩება (დატოვებენ) თუ არა პსჟ-ში?

„კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დამრჩა, მაგრამ გარშემო ბევრი სიახლე მესმის. ხალხი სულ, ყოველკვირეულად მაგდებს გუნდიდან… მალე პრეზიდენტი ისაუბრებს კლუბის ახალ პროექტზე, მაგრამ მე მშვიდად ვარ. პსჟ ცუდ მწვრთნელს არ დანიშნავდა. წელიწადნახევარია, რაც აქ ვარ და ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ თავს. პსჟ-ის გასახდელის მართვა უკვე დიდი გამოცდილებაა.

…მომწონს მანჩესტერ სიტი, რადგან მათ პეპ გვარდიოლას მისცეს დრო და გუნდის შენების საშუალება. პარიზშიც ასე აჯობებს. თუ პსჟ-შიც სიმშვიდე იქნება, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც  მოახლოვდება“ (AS)