ტაისონ ფიურიმ მომდევნო 5 მეტოქე დაასახელა

16:30 / 11 სექ 2021
ტაისონ ფიურიმ მომდევნო 5 მეტოქე დაასახელა

WBC-ს ვერსიით მძიმე წონის ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ, BT Sport-თან საუბრისას მომდევნო 5 მეტოქე დაასახელა. 33 წლის მოკრივეს შემდეგი ბრძოლა, დეონტეი ვაილდერთან აქვს ჩანიშნული.

“პირველ რიგში, ვაილდერს გავანადგურებ ოქტომბერში, შემდეგ ბრძოლას დეკემბერში დავგეგმავ, რადგან დიდი დრო გამიცდა. დეკემბერში შევებრძოლები დილან უაითს, დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში ან სადმე… შემდეგ მარტში ჯოშუასთან ვიბრძოლებ საუდის არაბეთში, რატომაც არა. შემდეგ ზაფხულში რემატჩი კვლავ ჯოშუასთან, უემბლიზე. რაც შეეხება მეხუთე ბრძოლას, მინდა დერეკ ჩისორას დავუპირისპირდე”