ტატო გრიგალაშვილის ვეცხლის მედალი

ტატო გრიგალაშვილის ვეცხლის მედალი
ძიუდო
საქართველოს ძიუდოს ნაკრები
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 2021

ტატო გრიგალაშვილის ვეცხლის მედალი
წარმატებული გამოდგა მეოთხე საჭიდაო დღე ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობამდე.

ტურნირის მეორე წრეში ტატოს მეტოქე სამხრეთ კორეელი მუნ ჯინ ლი გახლდათ(პირველი წრე გამოტოვა, როგორც განტესილმა ძიუდოისტმა). ქართველმა ძიუდოისტმა აზიელი ორჯერ დააგდო ვაზარიზე და ავასატე იპონით იმარჯვა.

მესამე რაუნდში გრიგალაშვილი გამოცდილ შვედ ძიუდოისტ – რობინ პაშეკს დაუპირისპირდა. ქართველს პრობლემები არც აქ ქონია. ტატომ მეტოქე ვაზარიზე დააგდო და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა ეს უპირატესობა.

მეოთხე წრეში ტატო ბერძენ ალექსიოს ცანაციდის შეხვდა. ქართველმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მატჩი და ულამაზესი იპონით 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ყველასთვის უხერხული მეტოქე – ბელგიელი სამი ჩოუჩი 90 წამში დააიპონა და 1/2 ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ტატოს თითქოს რთული მეტოქე ყავდა – ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტის სახით, თუმცა ქართველმა მეტოქეს „მისალმება არ აცალა“ და 23 წამში ბეჭებზე გააკრა.

ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – მატიას კასე გახლდათ. მატჩის ძირითადი დრო ტანაბარ ბრძოლაში გაილია, გოლდენ სქორში კი ძიუდოისტები ერთმანეთს შეეკვრნენ, თუმცა ბელგიელმა ქართველი გადასძლა და გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა.