ტეილორ ფრიცმა ტოკიოს ტურნირი მოიგო

ტეილორ ფრიცმა ტოკიოს ტურნირი მოიგო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკელი ჩოგბურთელები შეხვდნენ: ტეილორ ფრიცი ფრანსის ტიაფოს წინააღმდეგ.

null

შეხვედრის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს – ჯერ ტიაფომ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, მომდევნო გეიმში კი უკვე ტეილორმა შეასრულა უკუბრეიკი. თანაბარ ბრძლაში მიმდინარე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა – “საჩოგბურთო ლატარეაში” ფრიცმა 7:4 იმარჯვა და პარტიებში დაწინაურდა 1:0.

ფრენსის აქამდე ზედიზედ 13 ტაიბრეიკი ქონდა მოგებული, თუმცა ეს სერია თანამემამულემ შეწყვიტა.

მეორე სეტიც უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა – ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. ლოგიკურად, ისევ ტაიბრეიკი და ამჯერადაც ფრიცის უპირატესობა 7:2. საბოლოოდ 7:6 7:6 ტეილორმა კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო.

null

2022 წელს ფრიცმა მესამე ფინალი ითამაშა და მესამე ტურნირი მოიგო (ინდიან უელსი, ისტბურნი, ტოკიო).

განახლებული რეიტინგით ტეილორი მსოფლიოს მერვე ჩოგანი გახდება.