ტოტენჰემი მამარდაშვილის დამატებას განიხილავს

15:30 / 3 აგვ 2022
ტოტენჰემი მამარდაშვილის დამატებას განიხილავს

გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაცია ინფორმაციაზე ვრცელდება. ესპანურმა პრესამ გვაუწყა, რომ ფეხბურთელი ვალენსიასთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. სულ ახლახან უკვე ბრიტანული პრესიდან გავიგეთ, რომ ჩვენებურით ტოტენჰემი არის დაინტერესებული. spursweb-ის ინფორმაციით, დეზები 35 წლის უგო ლორისის შემცვლელის ძიებაში არიან და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი სწორედ მამარდაშვილია.

ტოტენჰემის მამარდაშვილისადმი ინტერესზე The Mirror-იც წერდა, თუმცა 2 თვის წინ გავრცელებული ცნობა, ცნობადვე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა მედიამ მამარდაშვილი არამარტო ტოტენჰემს, არამედ მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირა. მამარდაშვილის ნისლიან ალბიონზე გადაბარგება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მან ტოტენჰემში ფეხი კარგად მოიკიდა, მისით კმაყოფილები არიან და გეგმავენ რომ გამოსასყიდ ფასად 100 მილიონი ევრო ჩაუწერონ.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას უკვე დაახლოებით 1 წელია იცავს. იგი თავიდან ძირითადის მეკარე იყო, შემდეგ სათადარიგოზე გადაინაცვლა და კვლავ ძირითადს დაუბრუნდა. 21 წლის მეკარეს ღამურებთან ერთად ესპანეთის თასის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვალენსია ფინალში ბეტისთან დამარცხდა. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა ლა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავეს, ახალი სეზონის პირველ ტურში კი ჟირონას შეხვდებიან.