ფედერერი მიდის

ფედერერი მიდის

დიდი სლემების 20 გზის გამარჯვებულმა, როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

41 წლის შვეიცარიელს, გასული წლის უიმბლდონის შემდეგ, არ უთამაშია. რკინის როჯერის ბოლო ტურნირი ლეივერის თასი იქნება, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება.

კარიერის განმავლობაში, ფედერერმა 103 ტიტული მოიგო, მასზე მეტი კი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109) აქვს.

დიდი სლემები:

უიმბლდონი – 8

ავსტრალიის ღია პირველობა – 6

ამერიკის ღია პირველობა – 5

როლან გარო – 1