ფინალში თორნიკე შენგელიას “ც.ს.კ.ა” კონერ ფრენკამპის “ზენიტთან” განადგურდა 73:100

ფინალში თორნიკე შენგელიას “ც.ს.კ.ა”  კონერ ფრენკამპის “ზენიტთან” განადგურდა 73:100

რუსეთის ქალაქ სანკტ პეტერბურგში დასრულდა კონდრაშინ-ბელოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. ფინალურ მატჩში „ზენიტმა“ 100:73 გაანადგურა „ც.ს.კ.ა“ და საჩემპიონო თასი დაისაკუთრა.

რუსულმა არმიულმა კლუბმა შეხვედრის წინ დანაკლისი განიცადა – პირადი მიზეზების გამო ფოიტმანს ოჯახთან დაბრუნება მოუწია, თუმცა ეს რათქმაუნდა ვერ ამართელბს ც.ს.კ.ა-ს უსუსტეს თამაშს ფინალურ შეხვედრაში.

პირველი ტაიმის განმავლობაში „არმიელები“ საშინელი პროცენტით უტევდნენ მეტოქის კალათს პერიმეტრიდან – 13 ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდეს. ისეთი მაღალი დონის მეტოქემ, როგორიც „ზენიტია“ რათქმაუნდა ასეთი რამ მეტოქეს არ აპატია – დიდ შესვენებაზე მასპინძლები 15 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ 53:38 (27:19, 26:19).

მესამა მეოთხედში მილუტინოვმა, შენგელიამ და ბოლომბოიმ არაერთხელ მოხსნეს ბურთი მეტოქის ფარზე და მეორე შანსი მისცეს საკუთარ გუნდს, თუმცა როდესაც ეს არ გამოდიოდა „ც.ს.კ.ა“ უბრალოდ ვერ ასწრებდა დაცვაში ჩამოსვლას და „ზენიტი“ კონტრშეტევაზე იოლად იღებდა ქულებს. ერთ – ერთ მომენტში სანკტ პეტერბურგული გუნდის უპირატესობამ +21-ს მიაღწია.

მეოთხე მეოთხედში ბრძოლა პრაქტიკულად აღარ ყოფილა – „ზენიტმა“ არ დაინდო პრინციპული მეტოქე და 27 ქულიანი სხვაობით გაანადგურა 100:73.

ძალიან სუსტად ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც მატჩი 3 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა. 10 ქულა+6 მოხსნა ქონდა სერბ ცენტრ ნიკოლა მილუტინოვს.

„ზენიტის“ რიგებში გაიბრწყინა პოიტრესმა, რომელმაც როგორც სამწამიანი ზონიდან, ისევე შორი დისტანციებიდან „აიკლო“ მეტოქის კალათი – 22 ქულა+4 მოხსნა+2პასი.

გამარჯვებულთა რიგებში მცირე დროით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა ამერიკელმა – ფრენკამპმა, რომლის ანგარიშზეც 5 ქულა იყო.

ც.ს.კ.ა-მ სეზონის პირველი სერიოზული მატჩი წააგო, „ზენიტმა“ კი დაამტკიცა რომ მოახლოვებული სეზონის წინ „ვი. თი. ბი“ ლიგის უმთავრესი ფავორიტია.