ქართველების დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

19:59 / 20 ივნ 2022
ქართველების დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

21 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. აქ საქართველოს ნაკრებს დებიუტი იქნება. ჩვენი ნაკრები ჯგუფში ბრაზილიის, მონტენეგროსა და უნგრეთის ნაკრებებთან ითამაშებს. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბრაზილიის ნაკრებთან გამართავს. ორი დღის შემდეგ კი, მონტენეგროს ეთამაშება, 25 ივნისს მეტოქე მასპინძელი უნგერეთი იქნება.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის. მე-2 და მე-3 ადგილოსნები კი, მერვედფინალში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.